მავნებლების კონტროლი მოლებსა და სავაჭრო ცენტრებში
მღრღნელები, ბუზები, ჩრჩილები და სხვა მწერები ხშირად აინფიცირებენ იმ სივრცეებს, სადაც მოძრაობს ხალხი ან ინახება საქონელი. ასეთ დროს არამხოლოდ ფინანსური ზიანია მოსალოდნელი, არამედ ძალიან მაღალია რეპუტაციული რისკიც.

საცალო ვაჭრობის სფეროში განსაკუთრებით გავრცელებულია ტანსაცმლისა და ხალიჩების ჩრჩილები, რომლებიც აზიანებენ ბუნებრივი მასალებისგან (აბრეშუმი, ბამბა, ბეწვი და სხვ.) დამზადებულ პროდუქციას. ეს მავნებლები ქმნიან ჰიგიენურ პრობლემებს, რაც პირდაპირ აისახება მომხმარებლის გამოცდილებასა და კმაყოფილებაზე.
„ბალავერი“ გთავაზობთ მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლისთვის ადაპტირებულ, მაღალპროფესიულ გადაწყვეტილებებს. ჩვენ უზრუნველვყოფთ უსაფრთხო და ჰიგიენურ სამუშაო გარემოს თქვენი პერსონალისთვის და ვიცავთ თქვენი პროდუქტის ხარისხსა და ბრენდის რეპუტაციას.