სავინტილაციო მილების წმენდა
შენობაში შიდა ჰაერის ხარისხი (ტემპერატურა, ფარდობითი ტენიანობა, ჰაერის განაწილება და სისუფთავე) პირდაპირ გავლენას ახდენს იქ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობაზე და შენობის უსაფრთხოების ხარისხზე. ამიტომ, ბევრ საცხოვრებელ შენობაში, ოფისსა, კვების წარმპოების ობიექტზე და საწარმოში დამონტაჟებულია სავენტილაციო სისტემა.
მიუხედავად ფილტრების რეგულარული გამოცვლისა,
დროთა განმავლობაში ჰაერში შემავალი მტვერი, ქონი სხვა სახის დაბინძურებები ილექება საჰაერო მილების ზედაპირზე, რაც ქმნის გარემოს ბაქტერიების განვითარებისთვის და აფერხებს სავენტილაციო სისტემის მუშაობას. ჭუჭყი, ტკიპები, ბაქტერიები, ობი და სხვა
მიკროორგანიზმები არა მხოლოდ იწვევს ოთახში მყოფი ადამიანების ხშირ დაავადებას, არამედ იწვევს ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებას, ლითონის ნაწილების კოროზიას და ვენტილაციის შეკეთების აუცილებლობას. უფრო მეტიც, თუ ჰაერის მოძრაობა ხდება ბუნებრივი ნაკადის გამო, მაშინ შედეგი იქნება შემოდინებისა და გამონაბოლქვის თანდათანობითი შემცირება, სავენტილაციო სადინარის სრულ ბლოკირებამდე. ვენტილაციის გაწმენდის მთავარი ამოცანაა ხილული დამაბინძურებლების - მტვრის, ნამსხვრევების და ტენის ამოღება ვენტილაციის სისტემებიდან, რათა მათში გამავალი ჰაერი არ შეეხოს დაბინძურებულ ზედაპირებს.