ფასადების რეცხვა, როცა შენობის ესთეტიკა მნიშვნელოვანია
ფასადის სისუფთავე არა მხოლოდ შენობის გარეგნულ იერსახეს განსაზღვრავს, არამედ მას იცავს ატმოსფერული დაბინძურების, ობის, მტვრისა და სხვადასხვა ქიმიური ნალექებისგან. იმისათვის, რომ შენობამ წლების განმავლობაში შეინარჩუნოს თავისი პირვანდელი სახე და მასალები არ დაზიანდეს, რეკომენდებულია ფასადების რეგულარული რეცხვა – მინიმუმ წელიწადში ოთხჯერ. როგორ ხდება ეს პროცესი? რაც უფრო მაღალია შენობა, მით რთულდება მისი ფასადის სრულყოფილად გაწმენდა. სწორედ ამიტომ, ჩვენი კომპანია გთავაზობთ სრულ პროფესიონალურ მომსახურებას, რომელიც მოიცავს:

- სამრეწველო ალპინიზმის ტექნოლოგიებს – 15 მეტრის სიმაღლიდან ზევით სამუშაოებისთვის, როდესაც საჭიროა რთულად მისადგომი ზედაპირების გაწმენდა.
- საჰაერო პლატფორმების გამოყენებას – დაბალსართულიანი შენობებისთვის, რაც საშუალებას იძლევა, სწრაფად და ეფექტურად მოიხსნას ნებისმიერი დაბინძურება.
- სპეციალიზებული ეკოლოგიური სარეცხი საშუალებების გამოყენებას, რომლებიც არ აზიანებს შენობის ფასადის მასალებს და უზრუნველყოფს ხანგრძლივ სისუფთავეს.
ჩვენი გუნდის წევრებს გავლილი აქვთ სპეციალურ ტრენინგები და ფლობენ ყველა საჭირო სერტიფიკატს სიმაღლეზე სამუშაოდ, რაც უზრუნველყოფს ხარისხიან და უსაფრთხო მომსახურებას. ასე რომ ჩვენ არამარტო ვიზრუნებთ თქვენი შენობის სისუფთავეზე, არამედ შევინარჩუნებთ მის ესთეტიკურ და სტრუქტურულ მდგრადობას. რეგულარული რეცხვა მნიშვნელოვნად ამცირებს ფასადის ცვეთას და ახანგრძლივებს მისი მასალების სიცოცხლისუნარიანობას.