ბიზნესის წარმატება მხოლოდ მომსახურების ხარისხით ან პროდუქტის
ღირებულებით არ იზომება. უმეტესად, გადამწყვეტი სწორედ ის გარემო ხდება,
სადაც ბიზნესი ფუნქციონირებს – სისუფთავე, ჰიგიენა და უსაფრთხო სამუშაო
სივრცე ქმნიან დამკვეთის ნდობასა და პარტნიორების პატივისცემას.
საშუალო ან მცირე ზომის პრობლემას, როგორიცაა თაგვი საწყობში ან ბუზი
სარესტორნე სივრცეში, ხშირად დროებითი გადაწყვეტა უძებნიან, რაც შეიძლება
იყოს მაღაზიაში შეძენილი საშუალება, არაპროფესიონალურად დამუშავებული
სივრცე ან გადავადებული რეაგირება. მაგრამ რეალობა ასეთია: მავნებლები
ადაპტირდებიან, მათი ბუდეები რჩება დაუმუშავებელი და ისინი ისევ
მრავლდებიან, შესაბამისად, საფრთხე დროთა განმავლობაში ისევ იჩენს თავს.
როცა არაპროფესიონალიზმი თქვენს ბიზნესს სერიოზულ ზიანს აყენებს
მავნებლებისგან დაუცველ გარემოში იზრდება პროდუქტის დაზიანების, მარაგების გაფუჭებისა და სანიტარული ჯარიმების რისკი. უფრო დიდი პრობლემა რეპუტაციული ზიანია, წარმოიდგინეთ რა მოხდება, თუნდაც ერთმა კლიენტმა სოციალურ ქსელში რომ დაწეროს იმაზე, რაც შენმა პერსონალმა ვერ შენიშნა.
პროფესიონალური მომსახურება მხოლოდ პრობლემაზე რეაგირება არ არის, ეს
არის სისტემური პრევენცია, მონიტორინგი და პასუხისმგებლობა. სწორედ ასე
მუშაობს ბალავერი: განსაზღვრავს რისკის ზონებს, ამუშავებს სქემას, იყენებს
უსაფრთხო, სერტიფიცირებულ საშუალებებს და უზრუნველყოფს გრძელვადიან
დაცვას მავნებლებისგან.
ბალავერი ზრუნავს იმაზე, რაც ხშირად არ ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე
მნიშვნელოვანია.




