სკოლა მხოლოდ სასწავლო დაწესებულება არ არის, ეს არის გარემო, სადაც
ბავშვები დღეების უდიდეს ნაწილს ატარებენ. სწორედ ამიტომ, სკოლის
სივრცეში სისუფთავის საკითხი არ შეიძლება განიხილებოდეს მხოლოდ
ესთეტიკის ან ყოველდღიური კომფორტის ჭრილში. სკოლაში სისუფთავე არის
უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ძირითადი გარანტი, რაზეც
პასუხისმგებლობა უმთავრესად დაწესებულებას აკისრია.
ძალიან ხშირად, სკოლაში არსებული პრობლემები უკავშირდება მხოლოდ
ზედაპირულ დალაგებას. დალაგება, როგორც წესი, შემოიფარგლება იატაკების
წმენდითა და სანიტარული კვანძების მოვლით. მაგრამ რეალური საფრთხე,
რომელიც შესაძლოა ვერც მოსწავლემ შეამჩნიოს და ვერც პედაგოგმა, იქ ბუდობს,
სადაც თვალი ვერ წვდება – კედლების ღრიჭოებში, სველი წერტილების
სიღრმეებში, საკვების საწყობებსა და ძველ ავეჯშიც კი.
სკოლის გარემოში ყველაზე გავრცელებული მავნებლები არიან:
▪️ ტარაკნები, რომლებიც აქტიურობენ ღამით, გადაადგილდებიან საკვებთან
ახლოს და ხელს უწყობენ ბაქტერიების გავრცელებას;
▪️ თაგვები, ისინი ხშირად იჭრებიან საკვებ ზონებში და ტოვებენ ფეკალიების
კვალს;
▪️ ბუზები, რომლებიც საკვებზე დაჯდომით მიკრობებს ავრცელებენ და ხშირად
სწორედ სასადილოებთან შეიმჩნევა მათი კონცენტრაცია;
▪️ ჭიანჭველები თითქოს უწყინარი მწერია, მაგრამ ისინი საკვების სწრაფად
დაბინძურების წყაროს წარმოადგენენ.

რატომ არის ეს საფრთხე რეალური?
სკოლებში მოსწავლეთა ხშირი გადაადგილება, საერთო სველი წერტილები, სამზარეულოს ზონები, ნარჩენების დაგვიანებული გატანა და ზოგჯერ არასაკმარისი ბიუჯეტი ქმნის იმ პირობებს, რომელშიც მავნებლები მრავლდებიან.
განსაკუთრებით საშიშია ის, რომ ბავშვები მაღალი რისკის ჯგუფს
მიეკუთვნებიან:
▪️მავნებლების მიერ დაბინძურებულმა საკვებმა შეიძლება გამოიწვიოს
საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა;
▪️ფეკალიებთან შეხება ზრდის ბაქტერიების გადაცემის ალბათობას;
▪️ნაკბენი ან ალერგიული რეაქცია ბავშვის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ
მდგომარეობაზე ახდენს გავლენას.
მავნებლებთან ბრძოლი პროფესიონალური მიდგომა სწორედ იმაში
მდგომარეობს, რომ ასეთი სიტუაციები თავიდან ავიცილოთ.
ბალავერის გუნდი ქმნის სისტემურ გეგმას, რომელიც ორიენტირებულია
რისკების შეფასებაზე, მიზნობრივ ზონებზე და უსაფრთხო, სერტიფიცირებული
ქიმიური საშუალებების გამოყენებაზე. ჩვენი სპეციალისტები მუშაობენ ისე, რომ
არ შეფერხდეს სწავლის პროცესი, სწრაფად, უხმაუროდ და ეფექტურად.
ბალავერი გთავაზობთ პრევენციულ გეგმასაც, რომელიც უზრუნველყოფს, რომ
პრობლემის განმეორება აღარ მოხდეს, მით უმეტეს, სწავლების აქტიურ
პერიოდში.
სისუფთავე სკოლაში ნიშნავს დაცულ ბავშვებს. ბალავერი ზრუნავს იმაზე, რაც
ხშირად არ ჩანს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია.