მავნებლები და მათთან დაკავშირებული რისკების პრევენცია
მსოფლიოში ბიზნესების 40%-ზე მეტი ჯარიმდება სანიტარული ნორმების დარღვევისთვის - ხშირ შემთხვევაში მიზეზი, სწორედ, მავნებლების აღმოჩენაა.
ბალავერის მავნებლების კონტროლისა და პრევენციის სერვისი ემყარება, არა მხოლოდ ადგილობრივ კანონებს და რეგულაციებს, არამედ საერთაშორისო გამოცდილებას, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და სტანდარტებს, რომელიც მუდმივად ვითარდება და უმჯობესდება.
ბალავერი National Pest Management Association -ის, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი პროფესიული ქსელის ოფიციალური პარტნიორია, რომელიც აერთიანებს მავნებლების კონტროლის სფეროს წამყვან კომპანიებს და აწესებს საუკეთესო სტანდარტებს. ჩვენ სრული პასუხისმგებლოვით ვეკიდებით მოვალეობას, დავიცვათ ადამიანები და ბიზნესები ისე, რომ სისუფთავე და უსაფრთხოება ყოველთვის იყოს მაღალი ხარისხის და გრძელვადიანი.
ჰიგიენის სტანდარტები
ორგანიზაციების უმეტესობში ჯერ კიდევ ითვლება, რომ კეთილსინდისიერი თანამშრომელი სუფთა სივრცის გარანტიაა, მაგრამ რეალურად, სისუფთავე და ჰიგიენა ბევრად მეტი პროცესს გულისხმობს, ვიდრე, თუნდაც, უზადოდ დასუფთავება.
რეგულატორის ერთი დაუგეგმავი
ბალავერის პროფილაქტიკური სერვისი თქვენს ბიზნესს პრობლემის აღმოჩენამდე დაიცავს.
რას უზრუნველყოფს ბალავერი?
- ხარისხსა და სანდოობას - მომხმარებელი იღებს სერტიფიცირებულ სერვისს, რომელიც მსოფლიოს წამყვანი პროფესიული პრაქტიკის წესების მიხედვითაა შემუშავებული.
- უსაფრთხოებას - გამოყენებული საშუალებები მოწმდება და აკმაყოფილებს გარემოსდაცვით და ჯანმრთელობის სტანდარტებს.
- გამჭვირვალობას - თოთოეული პროცესი დაგეგმილი და დოკუმენტირებულია.