მავნებლების კატალოგი
მორიელის მოშორება - პრევენცია და კონტროლი
მორიელები ძირითადად ცხელ, მშრალ კლიმატში ბინადრობენ. ხოლო საქართველოში, განსაკუთრებით ქვემო ქართლსა და კახეთის ცხელ რეგიონებში, ეს მავნებლები, ხშირად, სეზონურ საფრთხეს წარმოადგენენ.
მორიელი განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისა და ალერგიული ადამიანებისთვის, ვინაიდან მათი თავშესაფარი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ბნელი, ნესტიანი გარემო, კუთხე, ბზარი, ღრიჭო, ნაპრალი, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, ავეჯი.
ბალავერის სერვისები
ბალავერი ახორციელებს ობიექტის სრულ ინსპექტირებას, შემოსვლის წერტილების გამოვლენას, ბზარების დამუშავებას და პრევენციულ ზომების გატარებას, რომ მორიელი შენობაში ვეღარ შეძვრეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სეზონური პრევენცია - რაც სეზონის დაწყებამდე ბევრად შედეგიანი და ხარჯთ ეფექტურია, ვიდრე ინციდენტის შემდგომი ჩარევა.