ღამურების მოშორება - პრევენცია და კონტროლი
ღამურების შენობებში დასახლება სერიოზული საფრთხე და გამოწვევაა ბიზნესსექტორისა და საცხოვრებელი კომპლექსებისთვის. მათი ნარჩენები (გუანო) ავრცელებს ისტოპლაზმოზს და სხვა სახიფათო ინფექციებს, ხოლო თვით ღამურა შეიძლება, ცოფის გადამტანი იყოს.
ინდუსტრიულ სექტორში - სასტუმროებში, რესტორნებში, საწარმოებში - ერთი ღამურა სახურავსა ან სხვენში, შეიძლება, სანიტარული ნორმების დარღვევის და ჯარიმის მიზეზი გახდეს. სწორედ ამ მიზეზით, პროცესი უნდა დაიწყოს არა მაშინ, როდესაც პრობლემა უკვე თვალსაჩინოა, არამედ წინასწარ გატარდეს პრევენციული ზომები.
ბალავერის სერვისები
ბალავერის სპეციალისტები ახორციელებენ პროფესიონალურ ინსპექტირებასა და რისკ-ზონების შეფასებას, რაც შეიძლება მოიცავდეს არამარტო აქტიურ, კომერციულ გარემოს, არამედ სივრცეებს, რომლებიც ყოველდღიურ ზედაპირულ კონტროლს მიღმა რჩება - ტექნიკური ზონები, საწყობები, ვენტილაციის არხები, ნესტიანი მონაკვეთები. ღამურების შენობებიდან განდევნა ხდება უსაფრთხო, ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით.
ღამურების გამოჩენისა და გავრცელების პრევენცია ყოველთვის უფრო იაფი, გონივრული და ეფექტური ვარიანტია.