ნავთლუღის ქუჩა 11-13 0190
ორშაბათი - კვირა
ზარის მოთხოვნა
ნავთლუღის ქუჩა 11-13 0190
ორშაბათი - კვირა

სამედიცინო დაწესებულებები

სამედიცინო დაწესებულებები

მავნებლების კონტროლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეორადი ინფექციის პრევენციაში საავადმყოფოებში, საოპერაციო ოთახებში და მოხუცთა თავშესაფრებში. როგორც მავნებლების კონტროლის წამყვან კომპანიას "ბალავერს" აქვს გამოცდილება, უზრუნველყოს მავნებლების კონტროლის უმაღლესი დონე ჯანდაცვის ინდუსტრიის სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით.

ჯანდაცვის დაწესებულებები თავისი

შინაარსით დატვირთული ადგილებია და იქ არსებული კვების ბლოკების და თბილი ტემპერატურული რეჟიმის გამო გართულებულია მღრღნელების, ბუზების, ტარაკნების და სხვა მწერების თავიდან აცილება. ეს მავნებლები სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ ყველა

გარემოში, მაგრამ განსაკუთრებით რისკის შემცველია მათი ჯვარედინი დაბინძურების გავრცელება პირველადი ჯანდაცვის სფეროში. ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვთანამშრომლობთ საავადმყოფოებთან და სხვა ჯანდაცვის პროვაიდერებთან მავნებლების პოტენციური რისკების პროგნოზირებისა და პრევენციის საქმიანობაში ჩვენ კარგად გვესმის არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ჯანდაცვის ობიექტებში მიმართული მოთხოვნები,, რომლებიც არეგულირებენ მავნებლების კონტროლის როლს ინფექციების გავრცელების საკითხებში. ეს ნორმატიული ბაზა ავალდებულებს ჯანდაცვის ორგანიზაციებს მიიღონ შესაბამისი სტრუქტურული, ლოჯისტიკური და საკონტროლო ზომები მავნებლების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. "ბალავერი"-ს მიდგომაა - ჯანდაცვის დაწესებულებების გარშემო დამცავი პერიმეტრის შემუშავება, რომელიც ითვალისწინებს მაღალი რისკის ზონებში სატყუარა სადგურების გამოყენებას და მავნებლების გავრცელების ნებისმიერ ნიშანზე მონიტორინგის და რეაგირების განხორციელებას. სტრუქტურული რჩევები ეხება მავნებლების თავშესაფრების შექმნის თავიდან აცილებას. ლოკისტიკური რჩევები - საკვების მიწოდებას, ნარჩენების მენეჯმენტს და სამრეცხაოების გატანას მავნებლების დაინფიცირების რისკის შესამცირებლად. კონტროლის ღონისძიებები - რეგულარული მონიტორინგი, რომელსაც ატარებს მავნებლების კონტროლის შესაბამისი ორგანიზაცია.

სერვისის დაჯავშვნა