დასუფთვების სერვისის აუთსორსინგი თუ შიდა დალაგების სამსახური?
დღევანდელი ეკონომიკური გაურკვევლობის ფონზე, შენობების მფლობელები და ობიექტების მენეჯერები აგრძელებენ ხარჯების დაზოგვის ალგორითმების ძიებას. მაგრამ ბიუჯეტის შემცირება, რაც იწვევს მომსახურების ხარისხის მკვეთრ ვარდნას, იწვევს უფრო მეტ პრობლემებს ვიდრე მოსალოდნელი ფინანსური ეკონომიისაგან მიღებული სარგებელი.
მაშასადამე რა არის პასუხი კითხვებზე:
– როგორ უნდა გავაკეთოთ მეტი სამუშაო ნაკლები ფულით?
– როგორ უზრუნველვყოთ მაღალი ხარისხის დასუფთავება და
შენობის მოვლა ამ მიმართულებისათვის გამოყოფილი
შეზღუდული ბიუჯეტით?– ან როგორ შეგიძლიათ შეამციროთ სერვისების ფარგლები ისე, რომ
ამან არ იმოქმედოს თქვენი დაწესებულების მომსახურების საერთო
ხარისხზე ?
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ბევრი კომპანია მიმართავს თავისი კომერციული ფართების დასუფთავების მომსახურების აუთსორსინგს, რათა მიიღონ ოფისის ან სხვა ფართების უფრო ეფექტური დასუფთავების გადაწყვეტილება. თქვენს მიერ ოფისის დალაგების სერვისის გადაცემას პროფესიონალური დასუფთავების კომპანიისთვის აქვს მრავალი სარგებელი, და არა მხოლოდ ფინანსური.
დასუფთავების აუთსორსინგი თქვენ დაგეხმარებათ არამარტო თანხების დაზოგვაში, არამედ შეამცირებს შენობის საექსპლუატაციო ხარჯებს და საერთო ჯამში თქვენ მიიღებთ მეტად დაცულ, სუფთა და კომფორთულ სამუშაო გარემოს.
დასუფთავების მომსახურების აუთსორსინგის მნიშვნელობა
მთავარი სტიმული შენობის მოვლა-პატრონობის სერვისის პროფესიონალურ დასუფთავების კომპანიაზე გადაცემით, რა თქმა უნდა, არის თქვენი ფულადი სახსრების დაზოგვა. პირველ რიგში გამოცდილი, გაწვრთნილი და კარგი რესურსებით უზრუნველყოფილი დასუფთავების კომპანია დაუყოვნებლივ შეძლებს დაზოგოს თქვენი ფულადი რესურსები. აღნიშნული განპირობებულია პროფესიონალური კომპანიის მაშტაბირების ხარჯზე დასუფთავების საშუალებების, აღჭურვილობის პერსონალის სისტემური დაქირავების, მათი მუდმივი ტრეინინგების ოპტიმალურად მოზიდვის და გამოყენების შესაძლებლობით. ყოველივე აღნიშნული შესაბამისად არის პირდაპირი დანაზოგი პროფესიონალური დასუფთავების კომპანიის დამქირავებლისთვისაც.
დასუფთავების სერვისების აუთსორსინგი დაზოგავს ფულს და დროს რომელიც იხარჯება დასუფთავების პერსონალის შერჩევაზე, ტრენინგზე, შემოწმებასა და მართვაზე. თუ გადავხედავთ რესურსებს, რომელიც საჭიროა აღნიშნული საკითხების ადმინისტრირებისათვის, ჯანდაცვის და შრომის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად, ადვილია დაინახოთ აუთსორსინგის უპირატესობები.
ოფისის დასუფთავების სერვისის პროვაიდერთან დასუფთავების აუთსორსინგი დაგეხმარებათ დაზოგოთ ფული, შეამციროთ თქვენი საოპერაციო ხარჯები და მთლიანობაში შექმნათ უფრო უსაფრთხო, სუფთა და კომფორტული სამუშაო გარემო.