როდესაც ოფისში საუბარია პროდუქტიულობაზე, გარემოზე ზრუნვასა და
თანამშრომელთა კმაყოფილებაზე, ხშირად გვავიწყდება ერთი მნიშვნელოვანი
ფაქტორი სისუფთავე, რომელიც არ ჩანს, მაგრამ ყველა გრძნობს.
ტარაკნების, ბუზების, მღრღნელების ან სხვა მავნებლების გამოჩენა ოფისში
მხოლოდ სანიტარული პრობლემა არ არის. ეს პირდაპირი მინიშნებაა იმაზე, თუ
როგორ უყურებს ორგანიზაცია სამუშაო გარემოს, თანამშრომლების
უსაფრთხოებას და საკუთარი ბრენდის რეპუტაციას.

ტიპური ოფისური სივრცეები - სამზარეულო, საპირფარეშოები, საწყობები ან უბრალოდ დაუმუშავებელი კუთხეები, შესაძლოა, გახდეს მავნებლების ბუდე. პირველ ეტაპზე შეიძლება ყველაფერმა შეუმჩნევლად ჩაიაროს. მაგრამ საკმარისია ერთი ტარაკანი შეამჩნიოს სტუმარმა, პარტნიორმა ან თანამშრომელმა და ნდობის დაკარგვას საფუძველი უკვე ჩაეყარა.
რეპუტაცია იქმნება წვრილმანებისგან. თუ თანამშრომელი სამზარეულოში კოღოს
შენიშნავს ან კლიენტი სადილობისას ბუზს ხედავს მაგიდაზე, ეს უკვე ბრენდის
იმიჯზე აისახება, იქნება ეს ღია და შიდა უკმაყოფილებით თუ სოციალურ ქსელში
შეფასებითა და გამოხმაურებით.
ბიზნესებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გარემო იყოს არა
მხოლოდ ვიზუალურად მოწესრიგებული, არამედ რეალურად დაცული ასეთი
მავნებლებისგან. სწორედ ამიტომ უნდა არსებობდეს პროფესიონალური სერვისი,
რომელიც წინ უსწრებს პრობლემას და მავნებლებს გამოჩენის შანსს არ უტოვებს.