კლინიკის მართვა მხოლოდ სამედიცინო კუთხით სისუფთავის უზრუნველყოფას არ ნიშნავს. ეს არის მთელი სისტემური პასუხისმგებლობა გარემოზე, ინფრასტრუქტურაზე, პერსონალზე და, რაც მთავარია, პაციენტზე.
სწორედ ამიტომ, კლინიკაში სისუფთავე და ჰიგიენა მხოლოდ დალაგების სერვისით არ უნდა შემოიფარგლოს. აუცილებელია ისეთი საკითხების მართვაც, რომელთაც ხშირად ვერ ვხედავთ, მაგრამ ყველაზე დიდ ზიანს მაინც ისინიიწვევენ – მავნებლები, უხილავი საფრთხე, რაც კლინიკისადმი ნდობას გვაკარგვინებს.
როცა პრობლემა ზედაპირზე არ ჩანს, ამ დროს ის ყველაზე სახიფათოა
კლინიკის სივრცეებში მუდმივად ცვლადი გარემო, ღია სადრენაჟე არხები,ნესტიანი კუთხეები, საკვები პაციენტებისთვის და სამედიცინო ნარჩენები ქმნის
იდეალურ პირობებს მავნებლების გავრცელებისთვის.
ტარაკნები, თაგვები, ბუზები და სხვა მავნებლები არამარტო პაციენტების
კეთილდღეობას ემუქრებიან, არამედ კლინიკის სანდოობას და კანონმდებლობით
გათვალისწინებულ სტანდარტებს. მაგალითად:
ტარაკნები არიან ისეთი ბაქტერიების გადამტანები, როგორიცაა სალმონელა და ე.კოლი.
თაგვები და ვირთხები აზიანებენ ინფრასტრუქტურას და ავრცელებენ
ლეპტოსპიროზს. ბუზები ადვილად აბინძურებენ საკვებს და ა.შ.
ბალავერი კლინიკებს სთავაზობს სისტემურ მიდგომას, რომელიც გაცილებით
მეტია, ვიდრე ერთჯერადი დამუშავება. ეს არის სტრატეგია, რომელიც
მორგებულია ჯანდაცვის სტანდარტებს და მოიცავს:
გარემოს პირველადი აუდიტი და რისკის ზონების გამოვლენა
უსაფრთხო და რეგულაციებთან თავსებადი საშუალებების გამოყენება
სერვისს, რომელიც თავსებადია ISO და HACCP სტანდარტებთან
სერვისის ჩანაწერები და სრული დოკუმენტაცია შემოწმებისთვის
გრძელვადიანი პროფილაქტიკა და მონიტორინგი
პერსონალის ინფორმირება საჭირო ქმედებებზე
ამ მიდგომით, კლინიკა არა მხოლოდ იცავს გარემოს, არამედ ხაზს უსვამს თავის
პასუხისმგებლიან მიდგომას პაციენტის და სისტემის მიმართ.




