რა არის დერატიზაცია ანუ ვირთხების, თაგვების გადადგურება და როგორ მოვახდინოთ მღრღნელების პრევენცია

დერატიზაციის პროცესი მოიცავს მღრღნელებთან ბრძოლის სრულ სისტემას – დიაგნოზი, პრევენცია, მონიტორინგი და მიზნობრივი ჩარევა. ჩვენ მარტივად აგიხსნით როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი და როგორ დაგეხმარებათ ბალავერი, თუ გჭირდებათ ვირთხების ან თაგვების განადგურება, მღრღნელების პრევენცია და ზოგადად მავნებლების პრევენცია  უსაფრთხო, დოკუმენტირებული და ეფექტური გზით.

რატომ არის მღრღნელების პრევენცია ასეთი კრიტიკული?

ვირთხები და თაგვები აზიანებენ პროდუქტებს, ინფრასტრუქტურას (კაბელების ღრღნიან, რაც იწვევს ავარიებს), ავრცელებენ მიკრობებს, გადააქვთ დაავადებები და რაც ყველაზე მთავარია, ზიანს აყენებენ თქვენი ბიზნესის რეპუტაციას. სოციალურ ქსელში მომხმარებლის მიერ ერთი ფოტოს განთავსებაც კი საკმარისია, რომ ობიექტის შეფასებები და რეპუტაცია დაეცეს. ამიტომ მღრღნელების პრევენცია ყოველთვის უმჯობესია, ვიდრე კრიზისის მართვა.

ჩვენ შემდეგი მიდგომით ვმუშაობთ, პირველ რიგში ვატარებთ ობიექტის აუდიტს და დიაგნისტირებას.  ვადგენთ რუკას, ვათვალიერებთ ბზარებს, ღრიჭოებს, ვეძებთ მღრღნელები კვალს.

შემდეგ ვიწყებთ კარის ქვედა ნაწილების, ფანჯრის რეზინების და კედლის ნაპრალების დალუქვას, სანიაღვრეების მოწესრიგებას, ნარჩენის მართვას და უზრუნველყობთ, რომ საკვები და ნედლეული მხოლოდ დახურულ კონტეინერში იყოს შენახული.

შემდეგ ეტაპზე იწყება ობიექტის მონიტორინგი, რომელსაც ვახორციელებთ 24/7 – ზე.
ვამონტაჟებთ მექანიკურ ან ციფრულ ხაფანგებს, ვიღებთ „ცხელი წერტილების“ რუკას და ზუსტად ვიცით, სად და როდის ხდება მღრღნელების აქტივობა.

მიზნობრივ ჩარევას მხოლოდ იქ ვახდენთ, სადაც საჭიროა. ვირთხების და თაგვების განადგურება ხდება მექანიკური ან ციფრული ხაფანგებითა და სპეციალური სატყუარებით. საჭიროების შემთხვევაში კი სერთიფიცირებული ქიმიური პრეპარატებით.

ჩვენი სამუშაოს განუყოფელი ნაწილია დოკუმენტაცია და ანგარიშგება,
ყოველი ვიზიტი სრულდება რეპორტით, რომელშიც აღწერილია ლოკაცია, მეთოდი, გამოყენებული საშუალებები, შედეგი და შემდეგი ნაბიჯები. საჭიროების შემთხვევაში ვამზადებთ დოკუმენტაციას HACCP/ISO მოთხოვნებისთვის.

ხშირად დასმული კითხვები

საშიშია თუ არა დერატიზაცია პროდუქტისთვის?
არა. ბალავერი იყენებს არატოქსიკურ და სერთიფიცირებულ მეთოდებს; ქიმია მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და ლოკალურად გამოიყენება.

რამდენი დრო სჭირდება ობიექტზე მღრღნელების განადგურებას?
საწყისი ეტაპი ანუ აუდიტი და პირველი ჩარევა,  სწრაფად სრულდება; შემდეგ ვმუშაობთ გეგმიური მონიტორინგით, რომ მღრღნელების პრევენცია იყოს მუდმივი.

შეგვიძლია ერთჯერადად ვირთხების მოშორება და ამით დასრულება?
ბალავერის ერთი ვიზიტი კრიზისის შეჩერებაში დაგეხმარებათ, მაგრამ მდგრადი შედეგისთვის საჭიროა პრევენციული გეგმა და სწორედ ამას გთავაზობთ ჩვენ.

ერთი სიტყვვით, დერატიზაცია არ არის მხოლოდ მღრღნელის „დაჭერა“, ეს არის სისტემა, რომელიც აერთიანებს ვირთხების განადგურებას, თაგვების განადგურებას, მღრღნელების პრევენციას და მთლიანად მავნებლების პრევენციას. მონაცემებზე დაყრდნობილი მონიტორინგი, ზუსტი ჩარევა და დოკუმენტირებული პროცესი თქვენი ბიზნესისთვის უსაფრთხო გარემოში მუშაობას და სუფთა რეპუტაციას ნიშნავს.