დეზინსექცია არის დაგეგმილი, უსაფრთხო პროცესი, რომლის მიზანია მწერებისგანადგურება და მათი პრევენცია. როცა მწერი ჩნდება სახლში, ოფისში, რესტორანსდა საწარმოში, მათი მოშორება უმჯობესია არა ერთჯერადი სპრეი გამოყენებით,არამედ სწორი დიაგნოზი, პრევენციითა და მიზნობრივი ჩარევით.

ამ სტატიაში მოკლედ და გასაგებად აგიხსნით, როგორ ვახდენთ დეზინსექციის პროცესსბალავერში და რატომ არის ეს საუკეთესო გზა როგორც ტარაკნების თუ ბაღლინჯოებისგანადგურებისთვის, ისე კოღოების და სხვა მავნებელი მწერების მოშორებისა დაპრევენციისთვის.

პირველი ნაბიჯი ყოველთვის გარემოს სწორად შეფასებაა. ვიზიტის დროს ვადგენთ, კონკრეტულად რომელი სახეობის მწერთან გვაქვს საქმე (ტარაკანი, ბუზი, ბაღლინჯო, კოღო, ჭიანჭველა და სხვ.), სად არის კერა და რა პირობები უწყობს ხელს მწერისგავრცელებას: ბზარები, ნესტი, სანიაღვრე სისტემა, ნარჩენების მართვა, ღია საკვებითუ სხვ.  დიაგნოზი საშუალებას გვაძლევს, ქიმიას მხოლოდ იქ მივმართოთ, სადაცნამდვილად საჭიროა, დანარჩენ შემთხვევაში კი მწერების პრევენცია გადავაქციოთყოველდღიურ წესად.

შემდეგ ვამზადებთ გეგმის ჩარჩოს: რისკის ზონების დალუქვა, ნესტისა და წყლისწყაროების გამორიცხვა, სანიტარული წესრიგის გამკაცრება. სადაც საჭიროა, ვამატებთმონიტორინგს ფერომონულ/წებოვან ხაფანგებსა და UV-მოწყობილობებს, რათაცხელი წერტილებიდროულად დავინახოთ.

ამის შემდეგ იწყება მიზნობრივი დამუშავება სერტიფიცირებული მეთოდებით: ცივინისლი შესანიშნავად აღწევს ნაპრალებში და ანადგურებს მავნებელს, ხოლოშეშხურება ზედაპირებზე ფოკუსირებული ტექნიკაა, როცა კონკრეტული ზონებისდამუშავებაა საჭირო.

დეზინსექციის ჩატარების პარალალურად ვადგენთ დოკუმენტაციას: ყოველ ვიზიტზემზადდება რეპორტი ლოკაციები, გამოყენებული საშუალებები, შედეგები დაშემდეგი ნაბიჯები შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ინსპექტირებისთვის (HACCP/ISO) ყოველთვის მზად ხართ და გადაწყვეტილებებს მონაცემებზე დაყრდნობით იღებთ.

ეს მოკლე ჩეკლისტი კი დაგეხმარებათ ნებისმიერ სივრცეში შეინარჩუნოთ ჰიგიენა დაუსაფრთხოება:

ჰერმეტულად შეინახეთ საკვები და ნედლეული; ნარჩენებ გაიტანეთ ყოველდღე.
დალუქეთ ბზარები, ნაპრალები და მოაწესრიგეთ სანიაღვრეები.
არ დატოვოთ ნესტი წყარო: გააშრეთ სველი ზონები, ამოაშრეთ წყლის გუბეები.
მონიტორინგი: გამოიყენეთ ხაფანგებიცხელი წერტილებისკონტროლისთვის.
მიზნობრივი ჩარევა: გამოიყენეთ ქიმიური საშუალებები მხოლოდ საჭიროებისშემთხვეაში და სერტიფიცირებული მეთოდით.

თუ გსურთ, თქვენი სივრცე გრძელვადიანად იყოს დაცული მწერებისგან, დეზინსექციისპროცესს მიუდექით, როგორც სისტემა, რომელიც შედგება შემდეგი ნაბიჯებისგან: დიაგნოზი,  პრევენცია,  მიზნობრივი დამუშავება,  მონიტორინგი და რეპორტი.

ბალავერი ამ პროცესს სრულად წარმართავს, უსაფრთხოდ, დოკუმენტირებულად დაბიზნესის რეალურ საჭიროებებზე მორგებულად.