დეზინფექცია არის უსაფრთხო პროცესი, რომელიც ჰიგიენის მაღალი სტანდარტის მიღწევას და შენარჩუნებას ემსახურება. მისი მიზანია დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების შემცირება და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მავნებლების პრევენცია ყოველდღიური ჰიგიენის დაცვის ნაწილია.  

ბალავერში დეზინფექციას ვუყურებთ, როგორც სისტემას, რომელიც მუშაობს სწორი დიაგნოზის და მეთოდის გამოყენებით, რომ თქვენი გუნდი და კლიენტები მუდმივად უსაფრთხო გარემოში იყვნენ.

როდის გვჭირდება დეზინფექცია ?

დეზინფექცია გულისხმობს ზედაპირების, ჰაერისა და რთულად მისადგომი ზონების დამუშავებას სერტიფიცირებული საშუალებებით. ის საჭიროა, როცა:

  • გაქვთ მაღალი ტრაფიკი (რესტორანი, სასტუმრო, კლინიკა, ოფისი, საწყობი და სხვ);
  • ხედავთ ჰიგიენურ რისკებს (სველი კუთხეები, სანიაღვრე, ნესტი, ნარჩენის დაგვიანებული გატანა და ა.შ.);
  • წინ გელოდებათ ინსპექტირების პროცესის გავლა ან სეზონური პიკი (ზაფხული/შემოდგომა).

როგორ მუშაობს ბალავერი ?

პირველ რიგში ვაკეთებთ აუდიტს: ვამოწმებთ რისკის კერებს (სამზარეულო, სველი წერტილები, შესასვლელები, სანიაღვრეები, საწყობის ზონები), ვადგენთ პრიორიტეტებს და ვარჩევთ მეთოდს: ცივი ნისლი სწრაფი და თანაბარი დაფარვისთვის ან შეშხურება კონკრეტულ ზედაპირებზე, საჭიროების შემთხვევაში, ვამატებთ ფერომონულ/UV მონიტორინგს.  ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ ვამზდებთ დოკუმენტაციას და  მოკლე ინსტრუქციებს პერსონალისთვის.

დამუშავების შემდეგ გიგზავნით რეპორტს: სად, როდის და რა გაკეთდა; რა სიფრთხილის ზომებია სასურველი; რა უნდა გამკაცრდეს, რომ მავნებლების პრევენცია იყოს მდგრადი. ეს დოკუმენტაცია ამარტივებს HACCP/ISO მოთხოვნებთან შესაბამისობას და ამცირებს რისკებს, რომ ინსპექტირება ვერ გაიაროთ.

ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ დეზინფექცია არის ინვესტიცია ბიზნესის რეპუტაციაში. სუფთა, და უსართხო გარემო ზრდის კლიენტების ნდობას, ამცირებს დაავადების გავრცელების რისკს და ახდენს ხარჯების ოპტიმიზაციას.