კომერციული ობიექტების დეზინფექცია: რატომ არ კმარა თუ ყველაფერი „სუფთად გამოიყურება"

როგორ და რატომ ხდება, იდეალური სისუფთავის პირობებში, ინსპექცია დაბინძურების კერებს მაინც რომ პოულობს? საიდან ჩნდება და მრავლდება ბაქტერიები, რაც კეთილსინდისიერი ბიზნესის პირობებში ორგანიზაციაში ვერ და არ უნდა აღმოჩენილიყო? რა წესით და მეთოდით შეიძლება დასუფთავდეს საოფისე, სასტუმრო, საკვები ობიექტების, ადამიანების თავშეყრის ადგილები ისე, რომ ნამდვილად აღმოფხვრილ იქნას თვალისთვის უხილავი ბაქტერიების გამოვლენის და გავრცელების რისკი? რატომაა, რომ იდეალური სისუფთავის პირობებშიც ამგვარი საფრთხის წინაშე მაინც რომ ვდგებით? ყველაფერი იმ უბრალო მიზეზის გამოა, რომ ყველაზე სახიფათო ბაქტერიები სწორედ იქ ცხოვრობენ, სადაც თვალით ვერ ვხედავთ – სამზარეულოს სახელურებზე, სავენტილაციო გისოსებზე, სამაცივრე სადენების ქვეშ. ლისტერია(Listeria), სალმონელა (Salmonella), ეშერიხია კოლი (E. coli) სახიფათო და სწრაფად გავრცელებადი ბაქტერიების ტიპებია და მათი მათი ეპიდემიური გამრავლების აღკვეთა არ არის მარტივი, უბრალოდ, შესაბამისი პროდუქტების და ან სავარაუდო გავრცელების კერების დასუფთავების შემდეგ. თუ ბაქტერია დაფიქსირდა მისი გავრცელების მაშტაბები დიდი და სახიფათოა და სტანდარტული დასუფთავება ამ ყოველივეს აღმოფხვრასა და პრევენციას ვერ ახდენს. პროფესიონალური დეზინფექციის მიზანი და ობიექტი არის არა მხოლოდ დაბინძურებული კერების გამოვლენა და დასუფთავება, არამედ უხილავი მავნებლების, ბაქტერიების, ყველაფირს გამოვლენა და მოსპობა რაც მავნებლებს ამა თუ იმ გზით გადააქვთ.

დასუფთავება და დეზინფექცია – განსხვავება და რისკები კომერციულ სივრცეში

ბუნებრივია, დასუფთავების კონტროლი ნებისმიერი წარმოების მუდმივი პროცესია, თუმცა, იდეალური დასუფთავების პროცესიც კი, მხოლოდ ზედაპირიდან ჭუჭყს აშორებს. დეზინფექცია კი ანადგურებს მიკროორგანიზმებს – ბაქტერიებს, ვირუსებს, სოკოებს – სპეციალური ქიმიური ან ტექნოლოგიური მეთოდებით. რესტორანში, სამედიცინო კლინიკასა ან სასტუმროში ორივე საჭიროა, მაგრამ მხოლოდ ერთი მათგანი იცავს ჩვენს რეპუტაციას და მომხმარებლების თუ თანამშრომლების ჯანმრთელობას.

სად იმალება პრობლემა – კომერციული ობიექტიები და რისკზონები

20 წლიანი გამოცდილებით, ბალავერის სპეციალისტები ხშირად ამბობენ, რომ კლიენტების უმეტესობა ყურადღებას ამახვილებს ყველაზე თვალსაჩინო ზედაპირებზე და სერვისისას რჩებათ ხოლმე სწორედ ის ადგილები, სადაც ბაქტერია ყველაზე კარგადაა მიმალული და მრავლდება. სამზარეულოს სახელურები და საჭრელი დაფები ჯვარედინი კონტამინაციის კლასიკური კერებია. სავენტილაციო სისტემა ბაქტერიების „სატრანზიტო კვანძია” – ერთი დაბინძურებული გისოსი მთელ ობიექტს აბინძურებს. სასტუმროებში რბილი ავეჯი და ფარდები სტანდარტული წმენდის „მკვდარ ზონად” რჩება, ხოლო ნარჩენების ზონები მავნებლების მოზიდვის მთავარი წყაროა.

მავნებლები და დეზინფექცია კომერციულ ობიექტებში

აქ ბევრი ბიზნეს-მფლობელი უშვებს ხოლმე კრიტიკულ შეცდომას, როდესაც პრობლემის გადაჭრას ლოკალურად, ერთჯერადად გადაჭრით ცდილობენ. მაგრამ საგულისხმოა, რომ ტარაკნები, ბუზები და მღრღნელები ბაქტერიების მუდმივი მატარებლები არიან. თუ ობიექტში მავნებლები ერთხელ მაინც დაფიქსირდნენ, ხაფანგები, დასუფთავება და ერთჯერადი დეზინფექცია გაანადგურებს მათ – მაგრამ მავნებლის ერთხელ გამოჩენის შემთხვევაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ მიღმა მთელი კოლონაა, ჯერა ახლოა და ახალი, მეტი ოდენობის ბაქტერიის მოტანის რისკი მაღალია, თუ არა, გარდაუვალი. სწორედ ამიტომ ბალავერი მუშაობს კომბინირებული მიდგომით: დეზინფექცია, დეზინსექცია და მავნებლების კონტროლი ერთ ციკლში. ეს არ არის „პაკეტი” – ეს ლოგიკაა.

რას იწვევს დეზინფექციის უგულებელყოფა კომერციულ ობიექტში

ობიექტი შესაძლოა „სუფთად გამოიყურებოდეს”, თუმცაღა სანეპიდ ინსპექცია ან HACCP აუდიტიავლენს ბაქტერიების კერებს და გასაგები ხდება, რომ უხილავი პრობლემა უკვე კვირები ან თვეებია არსებობდა. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ბიზნესსების 80%-ზე მეტი ამ სიტუაციაში მხოლოდ მაშინ რეაგირებს, როცა უკვე გვიანაა. ჯარიმა, ობიექტის დახურვა, სოციალურ ქსელში გავრცელებული მავნებლის ფოტო, რეპუტაციული და ფინანსური ზიანი – ეს ყველაფერი პრევენციაზე ათჯერ ძვირია.

პროფესიონალური კომერციული დეზინფექცია ბალავერისგან – როგორ მუშაობს

პირველი ვიზიტი ყოველთვის ინსპექტირებით იწყება, არა ქიმიით. ჩვენი სპეციალისტი განსაზღვრავს რისკიან ზონებს, ირჩევს მეთოდს ობიექტის სპეციფიკის მიხედვით და ადგენს ციკლს. პროცესი მოიცავს:
  • ქიმიური დამუშავება ობიექტის სპეციფიკის მიხედვით
  • სავენტილაციო სისტემების წმენდა – ბაქტერიების გავრცელების ბლოკირება
  • ISO 9001, ISO 14001, ISO 45001 სტანდარტების მიხედვით დოკუმენტირება
  • რეგულარული მონიტორინგი – ვინაიდან ერთჯერადი ვიზიტი შედეგს არ უზრუნველყოფს
ვიდრე არ დგება გარანტირებული, სრულყოფილი შედეგი

როდის არის საჭირო დეზინფექცია – და რატომ სწორედ ახლა?

ყველას, ვისი სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს, განსაკუთრებით – რესტორნებს, სადაც საკვები პირდაპირ კონტაქტშია ზედაპირებთან; სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც ინფექციის ერთი კერა სერიოზულ შედეგებამდე მიდის; სასტუმროებს, სადაც ჰიგიენა რეპუტაციის განუყოფელი ნაწილია; და სავაჭრო ცენტრებს, სადაც მაღალი ნაკადი ყოველდღიურად ზრდის რისკს. ბალავერი 20 წელია ემსახურება სასტუმროებს, რესტორნებს, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საცხოვრებელ ზონებს საქართველოს მასშტაბით. ყველა ვიზიტი დოკუმენტირდება და შედეგები, სამოქმედო გაიდლაინები ევროპულ სტანდარტებს პასუხობს. დაგვიკავშირდით – ჩვენ გადაუდებელი დახმარების სერვისიც გვაქვს თქვენი სიმშვიდის და თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის!