ჩიტების კონტროლი და ზიანის პრევენცია
ჩიტები - მტრედები, გარეული თუ სხვადასხვა ურბანული სახეობის ფრინველები - ბიზნეს-ობიექტებისთვის, ხშირად, სერიოზული პრობლემის წყაროს წარმოადგენენ. მათი სიჭარბე და საცხოვრებელი ობიექტების სხვენებში, სახურავებში დაბუდება შეიძლება, გახდეს მრავალ ინფექციის, მათ შორის, სალმონელას, ლისტერიოზის, კრიპტოკოქოზის ან სხვა ისეთი მავნებლების გავრცელების წყარო, როგორიცაა ტკიპა, რწყილი და სხვა.
ამასთან ერთად, ჩიტების პოპულაციის მიზეზით, ხშირად, ზიანდება შენობის ფასადი, სახურავი, სავენტილაციო სისტემები', ხოლო სასურსათო ობიექტებში, საწყობებსა და სამედიცინო დაწესებულებებში ჩიტების თანაარსებობა ჰიგიენა-სანიტარული ნორმების ხელყოფაა.
ბალავერის სერვისები
ბალავერი ჰუმანური, ეკომეგობრული და ეფექტური მეთოდებით ახორციელებს ჩიტების კონტროლს; BPCA სტანდარტების შესაბამისი აპარატურის დამონტაჟებასა და საპრევენციო მეთოდების დანერგვას.