მავნებლების კატალოგი
გველი - უსაფრთხება და გაჩენის პრევენცია
საქართველოში 24 სახეობის გველია გავრცელებული, რომელთა უმეტესობაც უვნებელია, მაგრამ მათი პოვნა ნებისმიერ სივრცეში - სასტუმროს ეზოში, ბავშვების დასასვენებელ, სათამაშო სივრცეებში, საწარმოო ტერიტორიაზე - სერიოზული რეპუტაციული და უსაფრთხოების ინციდენტია.
ზაფხულში გველები სიგრილეს ეძებენ: სარდაფი, ბალახი, ხის ჩრდილი, შენობის ბზარები - ყველა პოტენციური თავშესაფარია. გველების მოულოდნელი გამოჩენა განსაკუთრებით ხშირია აგარაკებზე და ზაფხულში.
ბალავერის სერვისები
ბალავერის სპეციალისტები ატარებენ მონიტორინგს, ადგენენ რისკის ზონებს და ახორციელებენ უსაფრთხო ღონისძიებებს გველების წინააღმდეგ.
პრევენციული ზომების მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აგარაკებზე, სასტუმრო კომპლექსებში სეზონის დაწყებამდე, ბავშვებისა და შინაური ცხოველების დაცვის მიზნით.