ტარაკნების შეწამვლა - დეზინსექცია
ტარაკანი ღამის მავნებელია - დღისით ბზარებში იმალება, ღამით გამოდის. სივრცეში ერთი ტარაკანის გამოჩენაც კი ნიშნავს, რომ ახლოს მთელი კოლონიაა.
თუ შენობაში წყალი დგება ან ნესტია, მავნებლების გავრცელების ალბათობა 90%-ით მეტი იმატებს. არსებობს მითი, რომ ტარაკნები, მხოლოდ, ჭუჭყიან გარემოში ჩნდებიან. მათ, ნამდვილად, იზიდავთ წყალი, სითბო და საკვების ნარჩენები, მაგრამ ასევე საკმარისია მცირე ტენიანი წერტილი, ბზარი ან ნაპრალი და ისინი შესანიშნავად გრძნობენ თავს სუფთა გარემოშიც.
ტარაკნებს სალმონელა, სტაფილოკოკი, ეშერიხია კოლი (E. Coli) გადააქვთ, ხოლო მათი ნარჩენები ასთმისა და ალერგიის მიზეზი ხდება. საკვების წარმოების სექტორში ტარაკანი ნებისმიერ ეტაპზე ნიშნავს სანიტარულ ჯარიმას და, რაც ყველაზე მძიმეა, რეპუტაციულ ზიანს.
ბალავერის სერვისები
ბალავერი ახორციელებს სრულ ციკლს: აუდიტი, რისკ-ზონების დადგენა, მიზნობრივი დეზინსექცია სერტიფიცირებული, HACCP-თავსებადი პრეპარატებით; შემდგომი მონიტორინგი. ტარაკნები ბევრ ქიმიურ საშუალებას ეჩვევიან - ამიტომ სწორი, სისტემური მიდგომა გადამწყვეტია.