ბზიკების განადგურება და პრევენცია
ბზიკს მრავალჯერ შეუძლია ნესტრის ჩარჭობა, ფუტკრისგან განსხვავებით, ბზიკის ნესტარი კაუჭებიანი არ არის, ამიტომ საფრთხის დროს განმეორებითაც შეუძლია კბენა. ამ დროს უმჯობესია ბზიკს გაეცალოთ და ადგილს მოშორდეთ.
ბზიკის ბევრი სახეობა ქმნის დიდ ბუდეებს. ისინი ხის ბოჭკოს ნერწყვთან შერევით ამზადებენ მასას, რომლითაც ქაღალდის მსგავს სტრუქტურებს აშენებენ. ეკოსისტემაში ბალანსის დამცველებიბზიკები იკვებებიან სხვა მწერებით (ბუზები, ჭიაყელები, ჭიანჭველები) და ეკოსისტემაში მათ რაოდენობას აკონტროლებენ. ბზიკის ბუდის საცხოვრებელთან ახლოს გაჩენისას კი ეს სარგებელი რისკად გადაიქცევა.
ზამთრის მოახლოებასთან ერთად, როცა ბუნებაში საკვები იკლებს, ბზიკები ტკბილს ეტანებიან: ხილს, დესერტებს, სასმელებს და სახლებისკენ მოიწევენ. ღია დარჩენილი ჭურჭელი და საკვების ნარჩენები მათ განსაკუთრებით იზიდავთ.
საფრთხის დროს ბზიკი “ალარმ”-ფერომონს გამოყოფს, რომელიც კოლონიის სხვა წევრებს დასახმარებლად მოუხმობს.
ბალავერის სერვისები
ბალავერი ახორციელებს მავნებლების კონტროლს Pest Insights Map-ის გამოყენებით რეალურ დროში. 24/7 მონიტორინგის და ერთ ეკრანზე სიგნალების ანალიზს.
IRMS-ის დეშბორდი რეალურ დროში აჩვენებს ბზიკების აქტივობის „ცხელ წერტილებს“ ობიექტზე და გვაძლევს რეკომენდებულ ქმედებებს: სად დავამატოთ ხაფანგი, რისი დალუქვაა საჭირო, როდის შევცვალოთ